Brothers Cellar

გალერეა

გამოგვიწერეთ

ძმების ვენახში ღვინით ხელში

ძმების მარნის ისტორია
და ტრადიცია

ღვინოს ვამზადებთ სამი ტიპის ტექნოლოგიით: ქვევრის, შვაბური და კლასიკური მეთოდით.

შვაბური (ბოლნისური) ტექნოლოგია: გულისხმობს ჭაჭაზე დაყოვნებას 4 კვირის განმავლობაში. ღვინოს აქვს ყვითელი და თეთრი ხილის ტკბილი არომატი. გემო არის ცოცხალი, ხალისიანი მჟავიანობითა და მრავალფეროვანი ხილის პალიტრით, სადაც გამოირჩევა ბანანი, მსხალი და ვაშლი. ფინალი არის გრძელი, სანელებლებისა და დარიჩინის ქვეტონებით.

ამ დროის განმავლობაში ბევრი ვისწავლეთ, ვიშრომეთ და მრავალი გამოწვევა გადავლახეთ, რათა ბოლნისს, როგორც ახალ და საინტერესო ღვინის რეგიონს, თავისი ადგილი დაემკვიდრებინა საქართველოს ღვინის რუკაზე.

ჩვენ ვაწარმოებთ ნატურალურ ღვინოებს: რქაწითელი, საფერავი, თავკვერი, ჩინური, ასურეთული შავი, ცოლიკოური, ალადასტური, შავკაპიტო, პეტ-ნატი „მარგალიტა“, ლიქიორი „მარგალიტა“, ვაშლის სიდრი, ჭაჭა და ექსპერიმენტული ღვინოები – „ბოვი“ და „ანფენტი“.

„ძმების მარანი“ საუკეთესო მცირე მარნებს შორის სახელდება, ჩვენი ღვინოები კი სხვადასხვა ფესტივალებსა და კონკურსებზე აღიარებასა და შექებას იმსახურებს. ჩვენი ბოლო გამარჯვებულები არიან:

  • Merano Wine Festival: „ბოლნისური ვარდისფერი 2022“ (ევროპული ტექნოლოგია) — ოქროს მედალი.

  • IWSC Wine Competition: „საფერავი 2022“ (ევროპული ტექნოლოგია, დავარგებული მუხის კასრებში, შეზღუდული რაოდენობა — მხოლოდ 300 ბოთლი) — ვერცხლის მედალი.

ჩვენი ღვინოების ექსპორტს ვახორციელებთ შემდეგ ქვეყნებში: ავსტრალია (უკვე 7 წელია), ბელგია (უკვე 3 წელია), გერმანია (3 წელია, ბერლინსა და ჰანოვერში), ჩინეთი, ფინეთი (2 წელი), პორტუგალია, ავსტრია (ვენა). ამჟამად ვემზადებით აშშ-ს ბაზრისთვის და ვიმედოვნებთ, რომ 2026 წელს ჩვენს ღვინოებს იქაც გავგზავნით.

ბოლნისი – ადგილწარმოშობის დასახელება (PDO)

გურამი, „ძმების მარნის“ მეღვინე და ასოციაცია „ღვინო ბოლნისის“ დამფუძნებელი, იყო ბოლნისის, როგორც ადგილწარმოშობის ღვინის სტატუსის მინიჭების მთავარი ინიციატორი. 2019 წელს ღვინო „ბოლნისი“ დარეგისტრირდა საქართველოს ადგილწარმოშობის დასახელებების რეესტრში. ეს გადაწყვეტილება ხაზს უსვამს ქართული ვაზის ჯიშებისა და მათგან მიღებული ღვინოების უდიდეს პოტენციალს. მსგავსი აღიარება გადამწყვეტია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და მისი საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოებისთვის.