რქაწითელი 2024

25.00

ქარვისფერი მშრალი

  • მოცულობა: 750
  • ალკოჰოლი: 12,5%
  • ფერი: ღია ქარვისფერი
  • არომატი: ყვითელი ხილი
  • გემო: ცოცხალი, ხალისიანი სიმჟავე, ჰარმონიული
  • ტექნოლოგია: ჭაჭაზე
  • ჯიში: რქაწითელი
  • ადგილი: ბოლნისი, ხატისოფელი
  • რეგიონი: ქვემო ქართლი
  • წელი: 2024

 

კატეგორია:

ღია ქარვისფერი შეფერილობის მშრალი ბოლნისური ღვინო ხილის სისუფთავით და ცოცხალი ხასიათით გამოირჩევა. ყვითელი ხილის დელიკატური არომატები და რქაწითელისთვის დამახასიათებელი გამოკვეთილი სტრუქტურა ღვინოს ელეგანტურობას ანიჭებს.

ჭაჭაზე დაყენების ტრადიციული ტექნოლოგია სასიამოვნო ტექსტურასა და ხანგრძლივ დაბოლოებას აძლევს. ხატისოფელის ვენახებში მოყვანილი რქაწითელი ბოლნისის ნაზი, მაგრამ თავისებური ტერუარის საუკეთესო გამოვლინებაა – ის აერთიანებს ხილის სიმსუბუქეს და ხალისიან, გამაგრილებელ მჟავიანობას, რაც ღვინოს ჰარმონიულობასა და დახვეწილობას სძენს.

იდეალურად ეხამება თეთრ ხორცს, მსუბუქ ბოსტნეულის კერძებს, ქათმის სალათებს და თხელი ცომის ზღვის პროდუქტების ღვეზელს.