ბოლნისური მეღვინეობის სიმბოლო

ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცული 2600 წლის ორიგინალი ღვინის დოქის მიხედვით შექმნილი ბოლნისური დეკანტერი — 2600 წლის.

ზოომორფული ფორმის ღვინის დოქი. მინიჭებული აქვს დიზაინის საერთაშორისო კლასი საქპატენტის მიერ, N07-11. ბოლნისური ღვინის დოქს მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.

ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცული არტეფაქტების სიმრავლე გვიჩვენებს, რომ ჩვენი უძველესი ისტორია მრავალფეროვნებითა და საინტერესო ამბებით გამოირჩევა.

ღვინის ეს ანტიკური ხანის ჭურჭელი 1962 წელს, ბოლნისიდან 1 კილომეტრში, სარკინიგზო სამუშაოების დროს აღმოაჩინეს. ღვინის დოქი ზოომორფული ფორმისაა და ფრინველს მოგვაგონებს.

ბოლნისური ღვინის დოქს მსოფლიოში ანალოგი არ ჰყავს.

ძმების მარანმა ბოლნისის მუზეუმში დაცული ორიგინალი ღვინის დოქის მიხედვით შექმნა მისი ასლი.

„კვატი“ საქპატენტის მიერ არის დარეგისტრირებული და მის დიზაინს საერთაშორისო კლასი აქვს მინიჭებული.

ღვინის დოქი უკვე იქცა ბოლნისური მეღვინეობის სიმბოლოდ.