Brothers Cellar

გალერეა

გამოგვიწერეთ

ძმების მარნის დამფუძნებლები

ოჯახური მეღვინეობა მრავალწლიანი ისტორიით

ჩვენს ოჯახში ღვინის დაყენების ტრადიცია 1900 წლიდან, ჩვენი დიდი პაპის მონდომებით დაიწყო — სოფელ რატევანში, მისივე ვენახში მოწეული რქაწითელის ჯიშის ყურძნისაგან. პაპა ღვინოს საოჯახო მოხმარებისათვის აყენებდა შვაბური მეთოდით, მუხის ჩანებში; ეს ტრადიცია შემდეგ ჩვენმა მამამ, ვაჟამ გააგრძელა. დღეს კი რატევნის ამ პატარა ვენახში, სადაც სულ 6 რიგია და რომელიც უკვე თითქმის 60 წლისაა, ჩვენ ჩინური გავაშენეთ. ჩვენთვის ეს ვენახი განსაკუთრებული ისტორიისა და ემოციების მატარებელია.

2015 წლიდან კი ძმებმა, გურამმა და გიორგიმ, გადავწყვიტეთ ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციის აღდგენა და სწორედ აქედან იწყება „ძმების მარნის“ ამბავი. ამჟამად ჩვენ გვაქვს 2 ჰექტარი რქაწითელის ვენახი და წლიური წარმოება 16 000 ბოთლია.

„ძმების მარანი“ მცირე ოჯახური მეღვინეობაა, სადაც ვაწარმოებთ ნატურალურ ღვინოებს. ღვინოს ვამზადებთ სამი ტექნოლოგიით: ქვევრის, კლასიკური და ბოლნისური მეთოდით. ამ ეტაპზე ჩვენს ასორტიმენტში 10 სახეობის ღვინოა. ყოველწლიურად ვაყენებთ ექსპერიმენტულ ღვინოებსაც; ჩვენი ორი მთავარი და გამორჩეული ექსპერიმენტული ღვინოა „ანფენტი“ და „ბოვი“. „ძმების მარანში“ ვცდილობთ, ჩვენი რეგიონის ტერუარული მრავალფეროვნება ბოთლში გადმოვიტანოთ და მომხმარებელს გავაცნოთ განსხვავებული და უნიკალური ბოლნისური ღვინოები.

ჩვენი მარანი წარმოდგენილია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. ჩვენ ექსპორტს ვახორციელებთ შემდეგ ქვეყნებში: ავსტრალია, ავსტრია, გერმანია, ჩინეთი, ბელგია და პორტუგალია. ადგილობრივ ბაზარზე კი ჩვენს ღვინოებს აღმოაჩენთ ნატურალური ღვინის ბარებსა და მაღაზიებში.