2023 წლის ღვინოები რქაწითელი საფერავი შავკაპიტო საფერავი-ალადასტური ბოვი აღმოაჩინეთ ბოლნისური ღვინოები
ჩვენ შესახებ
ჩვენს ოჯახში ღვინის დაყენების ტრადიცია 1900 წლიდან ჩვენი დიდი პაპის მონდომებით დაიწყო – სოფელ რატევანში მისივე ვენახში მოწეული რქაწითელის ჯიშის ყურძნისაგან. პაპა ღვინოს საოჯახო მოხმარებისათვის აყენებდა – შვაბური მეთოდით, მუხის ჩანებში, ეს ტრადიცია შემდგე ჩვენმა მამამ ვაჟამ გააგრძელა. დღეს კი რატევნის ამ პატარა ვენახში, სადაც სულ 6 რიგია და თითქმის 60 წლის ვენახია უკვე ჩვენ ჩინური გავაშენეთ. ჩვენთვის ეს ვენახი განსაკუთრებული ისტორიისა და ემოციების მატარებელია.
2015 წლიდან კი ძმებმა გურამმა და გიორგიმ გადავწყვიტეთ ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციის აღდგენა და სწორედ აქედან იწყება ძმების მარნის ამბავი.ამჟამად ჩვენ გვაქვს 2 ჰექტარი რქაწითელის ვენახი და წლიური წარმოება 16 000 ბოთლია.
ჩვენი ვენახი
ჩვენი რქაწითელისა და ჩინურის ვენახები გაშენებულია სოფელ ხატისოფელსა და სოფელ რატევანში. ვენახების საერთო ფართობი 2 ჰექტარია.
ჩვენი ოჯახური მეღვინეობის მიზანია ბოლნისის ტერუარული მრავალფეროვნების წარმოჩენა, რაც გამოიხატება ადგილობრივი ჯიშის ყურძნებისაგან სხვადასხვა სახეობის ღვინის დაყენებაში. ღვინო იქმნება ქვევრის, კლასიკურისა და ბოლნისური ტექნოლოგიებით. თითოეულ ბოთლში ჩამოსხმული ღვინო ჩვენი ოჯახური ტრადიიციის გაგრძელებაა.
ადგილმდებარეობა
ბოლნისის მუნიციპალიტეტი ისტორიული ქვემო ქართლის შემადგენელი ნაწილია. ის მდებარეობს თბილისიდან სამხრეთით 58 კილომეტრში, მდინარე მაშავერას ხეობაში, ზღვის დონიდან 650 მეტრ სიმაღლეზე. აღმოსავლეთით მას ესაზღვრება მარნეულის მუნიციპალიტეტი, დასავლეთით – დმანისის მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთით – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, ხოლო სამხრეთით – სომხეთი. მუნიციპალიტეტის ფართობი 739.7 კვადრატული კილომეტრია. მისი ტერიტორიის დაახლოებით 83% მდებარეობს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის ხელსაყრელ სიმაღლეზე, ზღვის დონიდან 1000 მეტრამდე.
ჩვენი პროდუქცია
ბლოგი
ეწვიეთ „ძმები ხუციშვილების მარანს“ ასურეთის ღვინის ფესტივალზე და შეიგრძენით ჩვენი ტრადიციული გემოები! გელოდებით...
შემოგვიერთდით და აღმოაჩინეთ საუკეთესო ბოლნისური ღვინოები პირდაპირ ქალაქის ცენტრში. ჩვენ მოგიტანთ ბოლნისის...



















