ჩვენ შესახებ
ძმების მარანი მცირე ოჯახური მეღვინეობაა ბოლნისიდან. 2015 წლიდან, ძმებმა გურამმა და გიორგიმ გადავწყვიტეთ ქვევრში ღვინის დაყენების ტექოლოგიის აღდგენა ბოლნისში. ჩვენს ოჯახში ღვინის წარმოება პირადი მოხმარებისათვის დაიწყო 1900 წლიდან ჩვენი დიდი პაპის მონდომებით, სოფელ რატევანში საკუთარი ვენახიდან მოწეული რქაწითელის ჯიშის ყურძნისგან. ახლა ამ ვენახში ჩინური გვაქვს გაშენებული. ტექნოლოგია იყო ე.წ “შვაბური” მეთოდით მუხის ჩანებში ღვინის დაყენება.
ჩვენი ვენახი
„ძმების მარანი“ 2015 წელს დაარსდა ძმების — გურამ ავქოფაშვილისა და გიორგი ჭქონიას მიერ, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ სამტრედოში. სწორედ აქ, ზღვის დონიდან 570 მეტრზე, მდებარეობს მათი ვენახი, სადაც ადგილობრივი ჯიშები — რქაწითელი და თავკვერი — ბოლნისის უნიკალურ ნიადაგსა და კლიმატში იზრდება.
მარნის განსაკუთრებულობას მისი სივრცეც განსაზღვრავს — ტრადიციული მიწისქვეშა სარდაფი, რომელიც ბოლნისისთვის დამახასიათებელია და ღვინოს ბუნებრივ პირობებში დაძველების შესაძლებლობას აძლევს.
„ძმების მარანი“ დღეს წარმოადგენს სივრცეს, სადაც ბოლნისის მრავალფეროვანი ისტორია და ქართული მეღვინეობის ტრადიცია ერთიანდება და თანამედროვე ფორმას იძენს.
ადგილმდებარეობა
ქვემო ქართლის გულში მდებარე ბოლნისი ერთ-ერთი უძველესი და გამორჩეული მეღვინეობის რეგიონია საქართველოში. აქაური ნიადაგი, მზიანი დღეები და უნიკალური მიკროკლიმატი ქმნის იდეალურ პირობებს მაღალი ხარისხის ყურძნის მოსაყვანად.
„ძმების მარანი“ სწორედ ამ გარემოს ნაწილია — ადგილი, სადაც ისტორია, ბუნება და სიყვარული ღვინისადმი ერთიანდება.




